15 წლით პატიმრობამისჯილი აზერბაიჯანელი მკვლევარი ბაჰრუზ სამადოვი შიმშილობას აცხადებს

დღეს, 3 სექტემბერს, ბაქოს სააპელაციო სასამართლოში ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტის დოქტორანტის, სახელმწიფოს მოღალატეობის ბრალდებით 15 წლით თავისუფლების აღკვეთილი ბეჰრუზ სამადოვის დაკავების შესახებ შეტანილი საჩივარი განიხილეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
როგორც Meydan.tv წერს, ბეჰრუზ სამადოვმა განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად ხვალიდან შიმშილობას იწყებს.
ბეჰრუზ სამადოვი ცნობილია, როგორც ავტორი კვლევებისა, რომლებიც ეხება აზერბაიჯან–სომხეთის კონფლიქტს, ამასთან ის აზერბაიჯანის მთავრობისადმი კრიტიკულ სტატიებსაც აქვეყნებდა.
ის 2024 წლის 21 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ბეჰრუზ სამადოვი ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლით (სახელმწიფოს ღალატი).
ის ბრალდებას არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ბეჰრუზ სამადოვი აცხადებს, რომ თუ აზერბაიჯანი სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას აფორმებს, ისიც უნდა გაათავისუფლონ, რადგან მისი საქმიანობა, რის გამოც დაპატიმრებულია, სწორედ მშვიდობას ემსახურებოდა.
23 ივნისს მის მიმართ 15 წლით თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.