დონალდ ტრამპი – ორი დღის განმავლობაში პრესკონფერენცია არ მქონია და თქვეს, რომ რაღაც მჭირდა – ბაიდენს თვეები ვერ ნახულობდით, მაგრამ არავინ ამბობდა, რომ რაღაც სჭირდა

ორი დღის განმავლობაში პრესკონფერენცია არ მქონია და თქვეს, რომ რაღაც მჭირდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ბრიფინგზე განაცხადა.­
„ბაიდენი პრესკონფერენციებს თვეების განმავლობაში არ ატარებდა, მას თვეების განმავლობაში ვერ ნახულობდით, მაგრამ არავინ ამბობდა, რომ მას რაღაც სჭირდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის თქმით, სოციალურ ქსელებში მისი სიკვდილის შესახებ გავრცელებული ცნობები სიცრუეა.
„შაბათ-კვირას ძალიან აქტიური ვიყავი“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე: თუ ღარიბაშვილს ჰგონია, რომ ამ ჩაშვების სერიით, სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაურჩება, ძალიან ცდება – რაც შეეხება თვითმკვლელობების ფაქტებს, ეს ადასტურებს, რომ „ნაცები“ და „ოცნება“ ერთმანეთზე უარესები არიან