სოფო ჯაფარიძე – „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი პრობლემა არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში მყოფი, 4 კედელში გამომწყვდეულიც კი ახერხებს იმას, რომ მათ დღის წესრიგი სრულად შეუცვალოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის სოფო ჯაფარიძის განცხადებით, სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მისი შემართება არის უცვლელი.
როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპრეზიდენტს ყოველთვის სურს, რომ სასამართლო პროცესებზე ჩაერთოს.
„მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა არის ის, რომ ის სასამართლო პროცესზე ჩაერთოს. ვხედავთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვუსმენთ ექიმებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არ არის, მას აქვს ჯანმრთელობის მხრივ ბევრი პრობლემა, მაგრამ მისი ბრძოლის შემართება არის უცვლელი და ჩვენ მიხეილ სააკაშვილთან ერთად აუცილებლად ვიბრძოლებთ და დავამარცხებთ ოლიგარქიულ რეჟიმს და “რუსულ ოცნებას”,-განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება შეეცდება, რომ მიხეილ სააკაშვილის ხმა საზოგადოებამ ვეღარ გაიგოს.
„ქართული ოცნების” ყველაზე დიდი პრობლემა არის სწორედ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში მყოფი, 4 კედელში გამომწყვდეულიც კი ახერხებს იმას, რომ “ქართულ ოცნებას” დღის წესრიგი სრულად შეუცვალოს”,-განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ