“თავს არ დავზოგავთ, მთელი საქართველო ჩვენს გვერდით იქნება” – ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.
2 სექტემბერს, ჩვენმა გუნდმა “მიხეილ მესხი 2-ზე” სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
მოალხოებული საკვალიფიკაციო ეტაპის და თურქეთთან მატჩის შესახებ ჩვენი გუნდის შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრა.
ზურიკო დავითაშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): “ყოველთვის ველოდებით სანაკრებო პაუზას. ერთმანეთის ნახვა, საქართველოში თამაში ძალიან გვიხარია. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება და მაქსიმალურად მომზადებული ვართ. მეტოქეები მაღალი დონის გვყავს და ყვეალფერი სტადიონზე გადაწყდება. მაყურებელთან ერთად თავს არ დავზოგავთ. მთელი საქართველო ჩვენს გვერდით იქნება და ვეცდებით, რომ იმედები არ გავუცრუოთ ჩვენს გულშემატკივარს.
თურქეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. მაღალ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელები ჰყავთ და ძალიან რთული თამაში გველის. მოლოდინი გაზრდილია და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ვარჯიშებზე, უნდა გადავიტანოთ სტადიონზე და სასურველ შედეგს მივიღებთ”, – თქვა დავითაშვილმა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. 7 სექტემბერს, ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთი იქნება. ორივე მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება.
Nakrebi.ge
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან – სანიოლის საფიქრალი
როგორ ფორმაში ვართ ჩვენ და თურქები და რომელი ტაქტიკით ვითამაშებთ ორი ნახევარმცველის გარეშე…
მატჩის დღე! განაცხადში არაა
არასასიამოვნო ამბავი – დავითაშვილმა შეიძლება “გრენობლთან” ვერ ითამაშოს
გაუმჯობესებული შეთავაზება გაგზავნილია – დავითაშვილი სანაკრებო პაუზის შემდეგ შესაძლოა, ახალ კლუბში ვიხილოთ
[VIDEO] დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა – “სენტ-ეტიენი” გალიდერდა
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა – “სენტ-ეტიენმა” “გრენობლს” ვერ მოუგო
კვარაცხელიას პირველი და ბოლო – თურქეთამდე ლეგიონერებზე დეტალურად…