ვლადიმერ პუტინი – სერბეთის დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკურ კურსს პატივს ვცემთ

სერბეთის დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკურ კურსს პატივს ვცემთ, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ და პატივს ვცემთ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელსაც სერბეთი თქვენი ხელმძღვანელობით ატარებს. ჩვენ შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ორმხრივად სასარგებლოა და ამას დადებითი შედეგი მოაქვს როგორც რუსეთისთვის, ასევე სერბეთისთვის“, – განაცხადა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს.
„ევროპაში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია. რა თქმა უნდა, ნეიტრალიტეტს მომავალშიც შევინარჩუნებთ“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – მიდიხარ პარტიის შტაბთან და ილანძღები, იგინები, რისთვის აკეთებენ ამას? – ჯექსონზე და „ტრილერზე“ შემთხვევით არ მისაუბრია, დააკვირდით ამ ადამიანებს, არაფერი აღარ დარჩათ და ცდილობენ ასე მიიქციონ ყურადღება