თეა წულუკიანი: ბევრი ინფორმაცია და მასალა შეგროვდა საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმეზე

„ბევრი ინფორმაცია და მასალა შეგროვდა საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმეზე, ეს ის ქონებაა – სახელმწიფო ქონება, რომელიც სააკაშვილისა და მისი მთავრობის და გარემოცვის წყალობით ხელში ჩაიგდო მისმა დედამ – გიული ალასანიამ“,- ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, კომისიამ ასევე შეისწავლა, აგრალური უნივერსიტეტის საქმეც, სადაც როგორც წულუკიანი ამბობს, გამოიკვეთა, რომ „ნაციონალაური მოძრაობის“ მაშინდელი ერთ-ერთი ლიდერი – კახა ბენდუქიძე, აღმოჩნდა იმ ქონების პატრონი, რომელიც, „ თავის დროზე სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს ეკუთვნოდა.“
„…საგამოძიებო კომისიამ შეისწავლა არაერთი საქმე, და გამოიკვეთა რომ , როდესაც აუქციონზე გამოიტანდნენ დიდძალ სახელმწიფო ქონებას, საკუთარი ოჯახებისთვის ხელში ჩაგდების მიზნით, გიული ალასანიას შემთხვევაშიც ასე მოხდა, როდესაც ოჯახის წევრი – იყო აუქციონში მონაწილე ერთადერთი კონკურენტი საკუთარ თავთან, შემდეგ რათქმაუნდა გამარჯვებული პირი ვალდებული იყო გადაეხადა ის თანხა, რომელიც აუქციონის შედეგად ეკისრებოდა, აღმოჩნდა რომ, მათ შორის გიული ალასანიასთვის ტენიკური უნივერსიტეტის ქონების შესყიდვის და სხვა ქონებების ხელში ჩაგდების დროს შესაბამისი ძალოვანი სტრუქტურები ატერორებდნენ ბიზნესმენებს, რომ ქალბატონისთვის თანხები დაეფარათ“,- ამბობს წულუკიანი.
💬 „ბიზნესის წარმომადგენლებსა და სხვა კერძო მესაკუთრეებს აიძულებდნენ უძრავი ან მოძრავი ქონება დაეთმოთ, ამასთან გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულებისას მნიშვნელობა არ ჰქონდა მოცემული საკითხი განმახორციელებელი პირის უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნებოდა თუ არა, დადასტურდა რომ არსებობდა დასატერორებელ ბიზნესმენთა ე.წ. შავი სია, და ბიზნესის რეკეტი პირადი ან პოლიტიკური შურისძიებისთვისაც გამოყენებოდა….“,- ამბობს წულუკიანი.