კობახიძეს მიაჩნია, რომ სჯობს გაეროში არა თვითონ, არამედ ყაველაშვილი წავიდეს

გაეროს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს არა პრემიერ-მინისტრი ირაკლი , არამედ ოცნების პარლამენტის მიერ პრეზიდენტად არჩეული წარადგენს – 1 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბარში კობახიძემ თქვა, რომ ამ ასე “უმჯობესია”. მისივე განმარტებით, ყაველაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მშობლიურ ენაზე, ქართულად მიმართავს.
“ჩვენ შევთანხმდებით, გვექნება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტი ეწვიოს გაერო-ს, მათ შორის, ტექნიკური მიზეზიც აქვს ამ ყველაფერს, არის საარჩევნო რეჟიმი და მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, უშუალოდ ვარ ჩართული საარჩევნო პროცესებში, შესაბამისად, ფიზიკურადაც რთულია ჩემთვის გაერო-ში სტუმრობა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, წელს გაერო-ს ესტუმროს მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლა ნიუ იორკში არის აბსოლუტურად სწორი“, – თქვა მ. ის ოცნების სხვა წევრებთან და ლიდერებთან ერთად დღეს პარტიის ოფისში თბილისის საკრებულოს დეპუტატების წარდგენას ესწრებოდა და ჟურნალისტების კითხვებზე სწორედ ამ ღონისძიების დასრულების შემდეგ უპასუხა.
გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესია სამშაბათს, 9 სექტემბერს გაიხსნება. ირაკლი კობახიძე ასამბლეაზე საქართველოს გასულ წელს წარმოადგენდა – ამ დროს პრეზიდენტი ჯერ კიდევ იყო, რომელთანაც ქართულ ოცნებას დაძაბული ურთიერთობა და კონფრონტაციული სამუშაო რეჟიმი ჰქონდა.