-ის სახაზინო მდივანი – პუტინმა ყველაფერი იმის საპირისპიროდ გააკეთა, რაც თქვა – ვფიქრობ, ტრამპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, – ამის შესახებ -ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პუტინმა ანკორიჯში შეხვედრის შემდეგ, სატელეფონო საუბრის შემდეგ, როდესაც ევროპელი ლიდერები და ზელენსკი თეთრ სახლში იმყოფებოდნენ, ყველაფერი იმის საპირისპიროდ გააკეთა, რაც მან თქვა. პირიქით, მან საზიზღარი ფორმებით, დაბომბვის კამპანია გააძლიერა. ასე რომ, ვფიქრობ, ტრამპის მიერ ყველა ვარიანტი განიხილება და მიმდინარე კვირაში ამას უფრო დეტალურად განვიხილავთ“, – განაცხადა სკოტ ბესენტმა.
ბესენტმა აშშ-სა და ინდოეთს შორის ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა.
„ინდოეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი დემოკრატიაა. მათი ღირებულებები უფრო ახლოს არის ჩვენთან და ჩინეთთან, ვიდრე რუსეთთან. ვფიქრობ, საბოლოოდ, ორი დიდი ქვეყანა ამ პრობლემას მოაგვარებს. მაგრამ, ინდოელები კარგი აქტორები არ ყოფილან რუსული ნავთობის შეძენისა და გაყიდვის და უკრაინაში რუსეთის ომის დაფინანსების კუთხით“, – აღნიშნა ბესენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?