მოკლედ
· ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელი გიორგი გახარია ტვ პირველთან ინტერვიუში ადასტურებს, რომ მან გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო;
· ის ასევე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს.
· გახარია “ძალიან მნიშვნელოვნად” მიიჩნევს 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს, რომელსაც ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.
ქართული ოცნების გუნდის ყოფილი წევრი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც 2025 წლის გაზაფხულიდან გერმანიაში იმყოფება, ტვ პირველთან ინტერვიუში ადასტურებს, რომ მან გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო.




