მარნეულში ძაღლზე ძალადობაში ბრალდებული დააკავეს

მარნეულში ძაღლზე ძალადობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
ძაღლზე ძალადობის კადრები სოციალურ ქსელში გუშინ, 8 იანვარს, გავრცელდა. კადრების გავრცელების შემდეგ ცხოველთა უფლებადამცველები, მოძალადის დასჯის მოთხოვნით, მარნეულის პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ. ცხოველთა უფლებებადამცველების ცნობით, ძალადობის მსხვერპლი ძაღლი დაიღუპა.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარე გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ