მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გიორგი ბაჩიაშვილს, 11-წლიანი პატიმრობის შეფარდების გამო, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუუქმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუუქმა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. კერძოდ, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ ბაჩიაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დააყენა. როგორც ვაჟა თოდუამ განაცხადა, ბაჩიაშვილს უკვე მისჯილი აქვს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და ის არ საჭიროებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას.
როგორც ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა, ის პირველად დაეთანხმა ბრალდების მხარეს.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულები უნდა გამოეკვლიათ, თუმცა, ის გადაიდო.
პროცესს ესწრებოდა როგორც გიორგი ბაჩიაშვილი, ასევე მისთვის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული შოთა ქარუმიძე.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა იქამდე დატოვა, ვიდრე მას “ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ს კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ.
პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.
რაც შეეხება ქარუმიძეს, მას ბრალდება სსკ-ის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა