ფაშინიანმა და ერდოღანმა ურთიერთნდობაზე ისაუბრეს – სომხური მედია

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა გაიმართა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ თანამოსაუბრეებმა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებაზე ორიენტირებული ნაბიჯების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
“პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე გამოკვეთეს კონსტრუქციული მიდგომების შენარჩუნების აუცილებლობა ურთიერთნდობის ატმოსფეროს ჩამოსაყალიბებლად და რეგიონული კომუნიკაციების განვითარებისათვის. მხარეები შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელებაზე”. ფაშინიანსა და ერდოღანს შორის შეხვედრა 2025 წლის ივნისშიც გაიმართა. ერდოღანი: ზანგეზურის დერეფანი ერთგვარი შერიგების პროექტია https://netgazeti.ge/news/783577/

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?