რა წერია ანგარიშში, რომელიც “ოცნებამ” ევროკომისიას გაუგზავნა?

„ევროსკოპის“ ინფორმაციით, ევროკომისიამ მიიღო საქართველოს მიერ გაგზავნილი ანგარიში, სადაც “ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ ვალდებულებებს ასრულებენ და პროცესები კანონის ფარგლებში მიმდინარეობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში “პირველებს” უთხრეს, რომ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში ევროკომისიას გუშინ მიეწოდა.
მიუხედავად ამ პასუხისა, „ქართული ოცნება“ არ ასაჯაროებს, რა წერია ევროკომისიისთვის გაგზავნილ ოფიციალურ პასუხში.
საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ ყველა მოთხოვნა შეასრულა, თუმცა დეტალებს საზოგადოებას არ უზიარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯანდაცვის სამინისტრო – ჯანდაცვის მინისტრი ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის პრაქტიკას გაეცნო – შვეიცარიაში დიუშენის დისტროფიის მართვის პროტოკოლი იმავე მედიკამენტებს ითვალისწინებს, რაც საქართველოშია