ჩინეთში, შანხაის ორგანიზაციის თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი და ილხამ ალიევი კვლავ შეხვდნენ ვიდეო)

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა.
როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, მათ განიხილეს აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო დღის წესრიგი, ხაზი გაუსვეს კონსტრუქციული დიალოგის, ურთიერთნდობისა და რეგიონული სტაბილურობის მნიშვნელობას.
“ორივე ლიდერმა აღნიშნა პოზიტიური დინამიკა, რომელიც მიღწეული იქნა ვაშინგტონის ბოლო სამიტის ფარგლებში და რომელიც ადასტურებს საერთაშორისო მხარდაჭერას მშვიდობის ხელშეწყობისა და ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის მიმართ”.
უკანასკნელი შეხვედრა ალიევსა და ფაშინიანს შორის ვაშინგტონში აგვისტოში გაიმართა, სადაც მხარეებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციით სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში