დაკავებულია ბებია, რომელმაც ქუთაისში ორ წლამდე ბავშვი tik-tok ლაივში სცემა

დაკავებულია ბებია, რომელმაც ქუთაისში ორ წლამდე ბავშვი tik-tok ლაივში სცემა. სოციალური ქსელით გავრცელებულ კადრების მიხედვით, ქალი შვილიშვილს მას შემდეგ გაუსწორდა, რაც მცირეწლოვანმა საკვებით სავსე თეფშს ხელი კრა.
“პირველების” ინფორმაციით, ამ საკითხზე თბილისში თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს მოქალაქე, ვინც ძალადობის ამსახველი ვიდეო ნახა, ჩამოწერა და საკუთარ გვერდზე განათავსა.
ბექა კვაჭანტირაძე შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “პირველებს” განუცხადეს, მოქალაქე 126-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის მუხლით.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო