ალექს რაუფოღლუ: MEGOBARI ACT-ს 2 სენატორი აფერხებს, ერთ-ერთი მარკვეინ მალინია

ვაშინგტონში კავკასიის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი ალექ რაუფოღლუ თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ოკლაჰომის სენატორი მარკვეინ მალინი აქტიურად ეწინააღმდეგება MEGOBARI ACT-ის ჩართვას -ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA)

„MEGOBARI ACT საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ GD-ის რეჟიმმა პასუხი აგოს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსული სტილის კანონების მიღების გამო. კანონპროექტი მიმდინარე წლის დასაწყისში კონგრესმა მიიღო. მას მხარს უჭერს 98 სენატორი. მხოლოდ ორია წინააღმდეგი და მათგან ერთ-ერთი მალინია“. – წერს ალექს რაუფოღლუ.

NDAA, ანუ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი -ის ფედერალური კანონია, რომელიც კონგრესის მიერ ყოველწლიურად მიიღება. ის განსაზღვრავს როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის და ენერგეტიკის დეპარტამენტის ბიუჯეტს, ისე – ადგენს თავდაცვის პოლიტიკას და პრიორიტეტებს. მაგალითად, სამხედროების ანაზღაურებას, ჯარისკაცების რაოდენობას, იარაღის შესყიდვებს, კიბერუსაფრთხოებას და კვლევით პროგრამებს;

ამავე დროს, მოიცავს დამატებით პოლიტიკურ დებულებებსაც, რომლებიც სცდება მხოლოდ ბიუჯეტს და მოიცავს, მაგალითად, სამხედრო დახმარებას სხვა ქვეყნებისთვის, სანქციებს ან პენტაგონის მუშაობის წესებს.

ოკლაჰომელი სენატორი მარკვეინ მალინი წარსულში „ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი. კერძოდ, 2020 წლის მაისში მან აშშ-ის მაშინდელ სენატორ მაიკ პომპეოს მიმართა წერილით, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „ქართული ოცნებასა და ივანიშვილს კავშირები ამერიკის მიმართ მტრულად პირებთან აქვს კავშირები”.

მარკვეინ მალინი ბიძინა ივანიშვილს „რუსეთში გაწვრთნილ ოლიგარქს“ უწოდებდა.

2020 წელსვე მან მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გაუგზავნა ღია წერილი, რომელშიც „ოცნების” ხელისფლება „ფრონტერას“ მაგალითზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის გაუარესებული ეკონომიკური კლიმატისა და გაუარესებული დემოკრატიისთვის გააკრიტიკა.

„რა მოხდა, რა შეიცვალა?”. – სვამს კითხვას ალექს რაუფოღლუ.

„ფრონტერა” ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანიაა, რომელიც 1997 წლიდან დედოფლისწყაროსა და მარნეულში მუშაობდა. ამერიკელი პოლიტიკოსები „ფროტერასთან” მაგალითზე საქართველოს ხელისუფლებას უცხოური ბიზნესის შევიწროებაში ადანაშაულებდნენ.