დღეიდან რუსეთში ძალაში შედის ახალი რეპრესიული ხასიათის კანონები

დღეიდან რუსეთში ძალაში შედის ახალი რეპრესიული ხასიათის კანონები:
📌“ექსტრემისტული მასალების” ძებნა დღეიდან აკრძალულია – ჯარიმა 5 ათას რუბლამდე.
📌SIM ბარათების და ინტერნეტ აქაუნთების გადაცემა აკრძალულია – ჯარიმა 200 ათას რუბლამდე.
📌SIM ბარათის შესყიდვა დაფიქსირდება კამერაზე, ჩანაწერი ინახება 1 თვის მანძილზე.
📌VPN-ის რეკლამა იკრძალება – ჯარიმა 500 ათას რუბლამდე.
📌ყველა აიფონსა და ანდროიდზე სავალდებულოა Max-ის ანდროიდის და PlayStory-ს რუსული ანალოგის დაყენება.
✅ფინანსები:
📌ბანკები სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დააყადაღებენ ანგარიშებს.
📌ანგარიშების დაბლოკვას ავტომატურად მოყვება SIM ბარათის დაბლოკვა.
✅მანქანები:
📌მოსაკრებლები 3-ჯერ იზრდება.
✅განათლება:
📌კრიტიკულად მცირდება სკოლებში ინგლისური ენის საათები
✅სხვა:
📌ფილმები “არატრადიციული ღირებულებებით” დაექვემდებარა ცენზურას, ოღონდ ამაში განმარტებული არ არის არატრადიციულ ღირებულებებში რა მოიაზრება და მთავრობას ანიჭებს დისკრეციულ უფლებას.
📌“უცხოეთის აგენტებს” აეკრძალათ საგანმანათლებლო საქმიანობა.
📌ეგზოტიკური ცხოველების სახლში ყოლა აიკრძალა.
📌სანთებელებს, წიწაკის ან გაზის სპრეებს აწი მხოლოდ პასპორტის წარდგენის შემდეგ გაყიდიან.