თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ცოლ-ქმრის, ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის დასკვნითი სასამართლო სხდომა მიმდინარებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ცოლ-ქმრის, ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის დასკვნითი სასამართლო სხდომა მიმდინარებს.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლევით ისარგებლებენ და მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.
დაცვის მხარის განცხადებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მათი დაკავება მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებაა.
ადვოკატების განმარტებით, ანასტასია ზინივკინა რუსეთში ოპოზიციონერი აქტივისტი იყო და მათ რეჟიმს ებრძოდა.
ცნობისთვის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2024 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულების საცხოვრებლის და პირადი ჩხრეკისას 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება – „ალფა პე ვე პე“ ამოიღეს.
ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლოს მე-6 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო