უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ მოიპოვა რუსული დრონების მწარმოებლის საიდუმლო მასალები

უკრაინის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ მოიპოვა დრონების მწარმოებელი რუსული კომპანიის, 2016 წლიდან სანქცირებული „სპეციალური ტექნოლოგიური ცენტრის“ საიდუმლო დოკუმენტაცია.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანახმად, ეს კომპანია აწარმოებს უპილოტო საფრენ აპარატებს „ორლანს“, რადიოელექტრონული ბრძოლის და დაზვერვის საშუალებებს და სხვა სამხედრო პროდუქციას.
დაზვერვის სამმართველოს მიერ 8 იანვარს, ღამით გავრცელებული ინფორმაციით, მოპოვებულია 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების 100 გიგაბაიტი საიდუმლო მასალები, რომელთა შორისაა ნახაზები, ტექნიკური ამოცანები, პატენტები და პროგრამული უზრუნველყოფა. უკრაინის სამხედრო დაზვერვაში აცხადებენ, რომ დოკუმენტებს უკვე იყენებენ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და აგრესორი სახელმწიფოს დასასუსტებლად.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ოპერაციის დროს და სხვა დეტალებს არ ასახელებს და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ერთ-ერთი საწარმოს საიდუმლო დოკუმენტების მოპოვება შესაძლებელი გახდა „სამოქალაქო საზოგადოების პატრიოტ წარმომადგენლებთან და მედიასთან ეფექტური ურთიერთქმედებით”.
რუსეთს უკრაინის სამხედრო დაზვერვის ამ განცხადებაზე საჯაროდ ჯერჯერობით არანაირი რეაქცია არ ჰქონია.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო