მედია – ავღანეთში, მიწისძვრის შედეგად, სავარაუდოდ, ასობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა

ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია კუნარში მომხდარი 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სავარაუდოდ, ასობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მაშველები, ადამიანების გადასარჩენად, სახლების ნანგრევების შემოწმებას აგრძელებენ.
ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, მხოლოდ ერთ სოფელში 30 ადამიანი დაიღუპა და დაღუპულთა საერთო რაოდენობის დადგენა, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.
„დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი მაღალია, მაგრამ რადგან ტერიტორია ძნელად მისადგომია, ჩვენი ჯგუფები კვლავ ადგილზე არიან“, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა შარაფატ ზამანმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ასობით დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო