ალექსანდრე ლუკაშენკო – დასავლელმა პოლიტიკოსებმა სი ძინპინისგან უნდა ისწავლონ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინისგან ბევრმა დასავლელმა პოლიტიკოსმა უნდა ისწავლოს.
„მას აქვს ის, რაც დასავლეთის ბევრმა პოლიტიკოსმა უნდა ისწავლოს: პასუხისმგებლობა თავისი ხალხის წინაშე, სტრატეგიული აზროვნება და რკინის ნებისყოფა“, – განაცხადა ლუკაშენკომ ჩინურ მედიასთან ინტერვიუში.
მისი მტკიცებით, სი ძინპინი სტრატეგიულად აზროვნებს და ათწლეულებით წინ იყურება.
„დღევანდელ სრულიად არაპროგნოზირებად სიტუაციაში, ის თამამად იღებს ლიდერობას და არა მხოლოდ ჩინეთს, არამედ მთელ მსოფლიოს განვითარების მკაფიო და კონკრეტულ გზას სთავაზობს“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, „იმათგან განსხვავებით, ვინც დემოკრატიის დამყარებას ბომბებითა და სანქციებით ცდილობს, ჩინეთი აჩვენებს, რომ შესაძლებელია მშვიდობიანად და წყნარად განვითარება, სხვა სახელმწიფოების პატივისცემით“.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, დარწმუნებულია, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე დასასწრებად მისი ამჟამინდელი ვიზიტი ჩინეთში კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის და ახალ იმპულსს მისცემს ბელარუს-ჩინეთის ურთიერთობებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო