“ეს უბედურები ჩინეთსაც აღარ უნდა” – ჯანგირაშვილი

შარშან ამ დროს ძალიან პოპულარული იყო შემოცურებული მესიჯბოქსი, რომ აი, მოდის შხუილ–შხუილით იაფი ჩინური კრედიტები და ავშენდებით. ამით ამშვიდებდნენ ქოცები მაშინ მხარდამჭერ ბიზნესებს თუ უბრალოდ პარაზიტ მხარდამჭერებს, რომ კითხვები არ გასჩენოდათ, რა გვეშველება ევროპისგან და ამერიკისგან სრულიად იზოლირებულებს. ამ ჩინური ლეგენდით გადააგორეს რაღაც პერიოდი. მახსოვს ერთი ე.წ. ჟურნალისტი, ძველი ნაცნობი, მორცხვი ქოცები რომ არიან ისეთი წერდა, მორჩა, მოვიდა ჩინური იაფი კრედიტებიო. მეთქი ქალო აბა მითხარი ჯერ ზოგადად იაფი ჩინური კრედიტი სად ნახე და მერე საქართველოში. ან რამე წაიკითხე, ან რამეში გაერკვიე ამ სისულელეს რომ წერთქო. მლანძღა, მთათხა, კუბოში ჩამდო. წავშალე ფრენდებიდან და ახლა კი მწყდება გული, მოიკითხავდა კაცი და მოკითხავდა ჩინურ სასწაულს. ეს უბედურები ჩინეთსაც აღარ უნდა. რუსეთის მომაკვდავი საცეცი და ოფიციალური ჩიხი არავისთვის აღარ არის საინტერესო დედამიწაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას