“ძალიან აეწვათ რუსებს ჩვენს ინიციატივაზე… ამ ბოდვებით ცდილობენ იდეის გაშავებას” – გიორგი მუმლაძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი მუმლაძე, რომელმაც გაავრცელა მოძრაობის “რუსთაველის გამზირი” ინიციატივა, რომ რეპრესირებული ადამიანები, რეპრესირებულ ადამიანთა ოჯახები, რეჟიმის მსხვერპლთა ოჯახები, მიიღებენ კომპენსაციას, სოციალურ ქსელში ავრცელებს, პოსტ.ტვ–ის ჟურნალისტის პოსტის სქრინს და წერს:
ძალიან აეწვათ რუსებს ჩვენს ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს რეჟიმის მხრიდან რეპრესირებულთა კომპენსაციას, ამიტომ ამ ბოდვებით ცდილობენ იდეის გაშავებას. საქმეში პირდაპირ რამიშვილის რჩეული ნათია ბერიძე ჩართეს. ქოცებო, გასაგებია, რომ თქვენ ფულის გამო შეიძლება ყველაფერი გაწიროთ, მათ შორის სიცოცხლეც, რადგან სხვა ღირებულება არ გაგაჩნიათ, ამიტომ ვერ იგებთ ანწუხელიძის თავგანწირვის მიზანს! ზოგადად საქართველოს პატრიოტები, არავის არაფერს ვუთითებთ, რადგან პირადად ვაჩვენებთ თავგანწირვის მაგალითს ყველა სიტუაციაში! ცნობისთვის რეჟიმმა უკვე მოკლა: თემირლან მაჩალიკაშვილი, ია კერზაია, ლუკა სირაძე, თამარ ბაჩალეიშვილი, მარიტა მეფარიშვილი, ალან ყაყიტაშვილი, დემურ სტურუა და ბევრი კიდევ! ამიტომაც ვემზადებით 4 ოქტომბრისთვის, რომ დავასრულოთ რუსული მკვლელი რეჟიმი და დაცული იყოს თოთოეული მოქალაქე ქვეყანაში! 4 ოქტომბერი!!! საქართველო გაიმარჯვებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო