ნატო-ში -ის ელჩი – თითქმის მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება უკვე უკრაინისკენ გზაშია – ბოლო ერთ თვეში, უკრაინელებმა ს ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 20% მწყობრიდან გამოიყვანეს

თითქმის მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება უკვე უკრაინისკენ გზაშია, – ამის შესახებ ნატო-ში -ის ელჩმა, მეთიუ უიტეკერმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ტრამპი მუშაობს, რომ მ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს, მათ შორის, მას უფრო ღრმა დარტყმებისთვის გარკვეულ შესაძლებლობას აძლევს, რაც აშკარაა, რომ ეს შეიძლება მათ შეტევით მოქმედებებში დაეხმაროს. მხოლოდ ბოლო ერთ თვეში, უკრაინელებმა ს ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 20% მწყობრიდან გამოიყვანეს“, – განაცხადა მეთიუ უიტეკერმა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს გამოსაყენებლად „კიდევ ბევრი სხვა ბერკეტი“ აქვს, თუმცა დონალდ ტრამპმა იცის, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ს შორის მოლაპარაკებების შანსი უნდა შენარჩუნდეს.
„ეს ერთ ღამეში არ მოხდება. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვდგავართ, რადგან მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაც კარგია“, – აღნიშნა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა