ვოლოდიმირ ზელენსკი – ეს ომი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით არ დასრულდება, საჭიროა რეალური ნაბიჯები – აშშ-სგან, ევროპისგან და მთელი მსოფლიოსგან მოქმედებას ველით

აბსოლუტურად ნათელია, რომ მოსკოვმა ლიდერთა დონის შეხვედრის მოსამზადებლად გამოყოფილი დრო ახალი მასიური თავდასხმების ორგანიზებისთვის გამოიყენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ზაპოროჟიეში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმის შემდეგ ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ღამით თავდაცვის ძალები და საგანგებო სიტუაციების სამსახურები სხვა ოლქებშიც მუშაობდნენ. უამრავი ხანძარი გაჩნდა და ყველაზე მეტად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 540-მდე დრონი, 8 ბალისტიკური რაკეტა და 37 სხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს.
„დიპლომატიისთვის შესაძლებლობის ფანჯრის ხელახლა გახსნის ერთადერთ გზას მკაცრი ზომების მიღება წარმოადგენს ყველას წინააღმდეგ, ვინც ს არმიას აფინანსებს, ასევე, ეფექტური სანქციების დაწესება თავად მოსკოვზე, კერძოდ საბანკო და ენერგეტიკული სანქციების სახით. ეს ომი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით არ დასრულდება. საჭიროა რეალური ნაბიჯები. ჩვენ -სგან, ევროპისგან და მთელი მსოფლიოსგან მოქმედებას ველით“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – საქართველოში მისიის არჩევნებზე გამოგზავნა იმ ხალხისთვის ცუდი შედეგით დამთავრდა, ვინც ქვეყნის არევასა და დესტაბილიზაციაზე ფიქრობს – გავიხსენოთ ეუთო/ოდირზე პოლიტიკური, მორალური და ფსიქოლოგიური შეტევა

ბექა ბასილაია – ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებს სხვადასხვა ეპიზოდთან ერთად ედავებიან 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლას, გუშინ კი ვიხილეთ მელიქიშვილზე, როგორ სასტიკად არბევდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები დემონსტრანტებს – არავინ დაუკავებიათ