რუსეთმა ს დრონებითა და რაკეტებით დაარტყა – ზაპოროჟიეში არის მსხვერპლი

ღამით რუსეთმა დრონებითა და რაკეტებით დაარტყა ზაპოროჟიეს ოლქს, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა. დაზარალებულთა რიცხვი თანდათან იზრდება და, ადგილობრივი წყაროების ცნობით, ამ დროისთვის 24-ს აღწევს.
ცნობებს მედია ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“რუსები საოლქო ცენტრს სხვადასხვა ტიპის შეიარაღით დაესხნენ თავს. ”, – აცხადებს ფედოროვი. მისი ინფორმაციით, დაზარალებულთა შორის არიან ბავშვები და მოზარდები – 9, 10 და 16 წლის.
საოლქო ცენტრში დაზიანდა 14 მაღალსართულიანი კორპუსი და რამდენიმე ათეული კერძო სახლი. ადგილობრივ მოსახლეობას ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების ცნობით, 30 აგვისტოს, ს რუსეთმა არაერთი მიმართულებიდან შეუტია – როგორც უპილოტო საფრენი აპარატებით, ასევე რაკეტებით; რაკეტები გაშვებულია ზღვიდანაც.
უკრაინის ანტისაჰაერო სისტემამ 582-დან 548 სამიზნე გაანადგურა – იტყობინება საჰაერო ძალები. ღამით და გათენებისას, აფეთქებისა და ნგრევის შესახებ ცნობები სხვადასხვა ოლქიდან ვრცელდებოდა.
საჰაერო ძალების ცნობით, ს დრონები ჯერ ისევ ქმნიან საფრთხეს და კონკრეტული ოლქების მოსახლეობას, საჭიროების მიხედვით, თავშესაფრებში დარჩენას ურჩევენ.
ფორუმი