ხატია დეკანოიძე: ივანიშვილს სერიოზულად პარტნიორად მხოლოდ ГРУ-ს და რუსული სპეცსამსახურების წვრილფეხობა აღიქვამს

“ივანიშვილს სერიოზულად პარტნიორად მხოლოდ ГРУ-ს და რუსული სპეცსამსახურების წვრილფეხობა აღიქვამს” – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა აშშ-სთან და ევროკავშირთან კავშირი “ჩაჭრა, რათა საკუთარი უსაფრთხოება, საკუთარი ძალაუფლება და რუსული მმართველობის სტილი გაეხანგრძლივებინა”.

ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილის რეჟიმი დასუსტებულია.

ივანიშვილს არ აღიქვამენ სერიოზულ პარტნიორად. მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილს სერიოზულად პარტნიორად აღიქვამს მხოლოდ წვრილფეხობა ГРУ-ს და რუსული სპეცსამსახურების იმიტომ, რომ ნებისმიერი სიტუაციური მოკავშირეობა, რომელიც ჩვენ გჭირდებოდა ყველა დიდ სახელმწიფოსთან და პირველ რიგში ჩვენს ბუნებრივ მოკავშირეებთა, აშშ-სთან და ევროკავშირთან, ეს ჩაჭრა ამ ადამიანმა. ეს ჩაჭრა იმიტომ, რომ საკუთარი უსაფრთხოება, საკუთარი ძალაუფლება და რუსული მმართველობის სტილი გაეხანგრძლივებინა…

მე ვფიქრობ ასე, ივანიშვილის რეჟიმი არის მეტწილად, არ ვამბობ რომ ჩამოშლილია, მე ვამბობ, რომ არის სუსტი, არსებობს შიდაკლანური დაპირისპირებები, არსებობს ფულის დეფიციტი, არის სერიოზული პრობლემა კლანებთან დაპირისპირების, ღარიბაშვილს საზღვარგარეთ არ უშვებს ბიძინა ივანიშვილი და სერიოზულად ადამიანებს პასპორტები აქვთ ჩამორთმეული,” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო