ანდრეი სიბიგა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს – პიტერ, თუ შენთვის რუსული ნავთობსადენი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსეთის მიერ მოკლული უკრაინელი ბავშვები, მაშინ ეს მორალური გახრწნაა – უნგრეთი ისტორიის არასწორ მხარეს დგას

პიტერ, თუ შენთვის რუსული ნავთობსადენი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ს მიერ მოკლული უკრაინელი ბავშვები, მაშინ ეს მორალური გახრწნაა, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში შესვლა „დრუჟბას“ ნავთობსადენზე განხორციელებული დარტყმისთვის უკრაინული სამხედრო დანაყოფის მეთაურს აიკრძალა.
უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გაავრცელა.
„რამდენად სამარცხვინოა ამის გამოქვეყნება ტერორისტული სახელმწიფოს, რუსეთის მიერ განხორციელებული სასტიკი თავდასხმის შემდეგ. პიტერ, თუ შენთვის რუსული ნავთობსადენი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დღეს დილით რუსეთის მიერ მოკლული უკრაინელი ბავშვები, მაშინ ეს მორალური გახრწნაა. უნგრეთი ისტორიის არასწორ მხარეს დგას. ჩვენ მსგავს საპასუხო ზომებს მივიღებთ“, – წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს პოლიტიკურმა დირექტორმა, ბალაჟ ორბანმა დაადასტურა, რომ უნგრეთმა ქვეყანაში შესვლა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურს, რობერტ ბროვდის (მეტსახელად მადიარი) აუკრძალა.