78 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ფრანც ბეკენბაუერი

78 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანიის უდიდესი ფეხბურთელად მიჩნეული ფრანც ბეკენბაუერი – ამ ცნობას მის ოჯახზე დაყრდნობით 8 იანვარს ავრცელებს გერმანიის საინფორმაციო სააგენტო DPA.
ბეკენბაუერი ნაკრების ლიდერი იყო 1974 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისას და შემდეგ, 1990 წელს, მწვრთნელის როლით მოიპოვა გამარჯვება ამ შეჯიბრებაში.
ბეკენბაუერი ცნობილი იყო კლასიკური, დომინანტური სტილით დასავლეთ გერმანიისა და მიუნხენის ბაიერნის ნაკრებებში. ის ცნობილი იყო ზედმეტსახელით Der Kaiser, ანუ “იმპერატორი”.

ასევე დაგაინტერესებთ