,, ესე იგი, ძალიან ეტკინათ! ესე იგი სწორია!” –

პატიმარი წერილს აქვეყნებს:
,,მეგობრებო, “ანტიქართული ოცნება” გადავიდა საბოლოო სტადიაზე და All in შევიდა. ამ სტადიას შეგვიძლია ვუწოდოთ “ან ყველაფერი, ან არაფერი”!
როგორც ჩანს, ქოცებმა ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩე, რომ ოდესმე უკან დავიბრუნოთ. ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და ესაა პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება.
13 სექტემბერის აქციის დაანონსებას “ანტიქართულმა ოცნებამ” სრული ისტერიით და საზოგადოებისთვის ომის გამოცხადებით უპასუხა. ესე იგი, ძალიან ეტკინათ! ესე იგი სწორია! ესეიგი უნდა ვიყოთ არა ბევრნი, არამედ ყველა!
ჩემი მხარდაჭერა ყველა NGO-ს!
დღეს, რეალურად, მათზე გაკეთებული განცხადებით, “ანტიქართულმა ოცნებამ”, პრაქტიკულად გახსნა პანდორას ყუთი სახელად “სახელმწიფო გადატრიალების საქმე”. რასაც იქედან ამოუშვებს, ყველაფერი უკან უნდა მივუბრუნოთ პროპაგანდას!
ოლიგარქია უნდა დაემხოს!“

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია