“თითოქს პირველად ესმოდათ უკრაინის შესახებ, ომზე, რომ საერთოდ არაფერი ვთქვათ” – უკრაინელმა სამხედრომ პსჟ-ის სტადიონზე მომხდარი ინციდენტი მოჰყვა

Sport24.ua უკრაინელი სამხედროს “ტელეგრამზე” მოყოლილ ისტორიას ავრცელებს, რომელიც პსჟ-ის სტადიონზე ლიგა 1-ის მე-2 ტურის მატჩისისას მოხდა. მონაყოლიდან ირკვევა, რომ ამ ადამიანს სტადიდონის დაცვისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დროშის ჩამოხსნა მოსთხოვეს.
“ჯარისკაცი ვარ და შვებულებაში გადავწყვიტე, საუკეთესო ევროპულ სტადიონებზე წავსულიყავი. პირველი მატჩისთვის პარიზში, “პარკ დე პრენსის” სტადიონს ვესტუმრე. სტადიონის წინ 25 ევროდ “პსჟ”-ის შარფი ვიყიდე.
ტრიბუნაზე შესვლისას ჩვენი ქვეყნის დროშა შემოვიხვიე. 5 წუთის შემდეგ, “სტიუარდები” მოვიდნენ და ტრიბუნებიდან გასვლა მთხოვეს. როდესაც გამოვედით, მკითხეს ვისი დროშა იყო, რაზეც ვუთხარი, რომ ეს და ილია ზაბარნი იყო და მითხრეს, რომ ტრიბუნაზე დაბრუნებაზე შემეძლო, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.
კიდევ ათი წუთის შემდეგ, “სტიუარდები” და რამდენიმე უფრო მაღალი რანგის ადამიანი მოვიდნენ. ისევ გარეთ გავედით, ვკითხე: “რა პრობლემაა?” – მათ მთხოვეს აეხსნათ, თუ რა სიმბოლიკა იყო დროშაზე. ჩვენი სამკაპი დროშაზე იყო გამოსახული! ფრანგულად კარგად არ ვლაპარაკობ, ამიტომ მათ ტელეფონის საშუალებით ავუხსენი რას ნიშნავს ჩვენი გერბი.
როდესაც დროშას ვაფრიალებდი, ტყვიაგაუმტარ ჟილეტში ჩაცმული დაცვის თანამშრომელი მომიახლოვდა. როგორც შემდეგ გავიგე, ის მატჩის უსაფრთხოების ერთ-ერთი მენეჯერი იყო.
ის ემოციურად უხსნიდა რაღაცას გარშემომყოფებს ფრანგულად. ვკითხე: “რა ხდება?” რაზეც მშვიდად მიპასუხა: “ძვირფასო, ერთი წუთით მაცადეთ”. სწორედ იმ წამს განსაკუთრებული მადლიერება ვიგრძენი. მან, როგორც ჩანს, კამერებზე შენიშნა ეს სიტუაცია და გადაწყვიტა ჩარეულიყო.
აღმოჩნდა, რომ ის უკრაინელი იყო, თუმცა პარიზში ცხოვრობს და მუშაობს. ამით მივხვდი რომ ის დახმარებას ცდილობდა. ოფიციალურ პირებთან მისი გულმხურვალე საუბრის შემდეგ ფეხბურთის ყურება გავაგრძელე.
მისი ჩარევის შემდეგ სიტუაცია დროებით განიმუხტა, თუმცა დაძაბულობა მალევე განახლდა. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ კიდევ ერთი დაცვის თანამშრომელი მოვიდა და მთხოვა დროშის ჩამოხსნა. უარი ვუთხარი. მალევე ისევ ის უკრაინელი მოვიდა და სიტუაცია მოაგვარა.
შემდეგ უკვე მთელი დელეგაცია მოვიდა ტრიბუნაზე, ერთ-ერთი მათგანი კი “სმოკინგში” იყო. როდესაც ჩემი თანამემამულე ცდილობდა მათთვის დროშის მნიშვნელობის ახსნას, მათ შორის ერთმა ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.
უკრაინელი უსაფრთხოების ოფიცერი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ პსჟ-ის ხელმძღვანელობა დაჟინებით მოითხოვდა დროშის ჩამოხსნას. მის თვალებში მათ მიმართ ზიზღი ნათლად ჩანდა, მაგრამ ის სამსახურში იყო და ყველაფერს ვიგებდი.
მე მას ვუთხარი, რომ სამხედრო ვარ და ვკითხე, ესმოდა თუ არა, რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა. მან მიპასუხა: “დიახ, ეს თქვენი გადაწყვეტილებაა”. ავდექი და მოვიხსენი პსჟ-ის შარფი.
ერთ-ერთ მცველს აშკარად სურდა, რომ უკრაინის დროშაც ჩამომეხსნა. ტრიბუნიდან რომ გამოვდიოდი, პსჟ-ის შარფი მას გადავუგდე და ვუთხარი: “გაჩუქე” – მისი შეშინებული მზერა კი ყველაზე ძვირფასი იყო.
უკრაინელები არასოდეს ნებდებიან. სტადიონი შესვენებამდე დავტოვე. მტკივნეული იყო იმის შეგრძნება, რომ ილია ზაბარნი, უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი, მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ მაყურებლის ნაწილს თითქოს პირველად ესმოდა უკრაინის შესახებ. ომზე ხომ საერთოდ აღარ ვლაპარაკობ”, – ჰყვება სამხედრო.
ს ჩემპიონატზე ვერავინ იტყვის, რომ ცუდი და სუსტია” – სპერციანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
კომუნიკაციაში კვარაცხელიაც ეხმარებათ – როგორია ზაბარნისა და საფონოვის ურთიერთობა პსჟ-ში
კარგი ამბავი პარიზიდან – კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო
რამდენი ქართველი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე – 6 ინგლისიდან და ყაზახების გაზრდილი გეოგრაფია
“ნახავთ, პსჟ-ს მცველებიდან ყველაზე ხშირად ის ითამაშებს” – ლუჩესკუმ ზაბარნიზე ისაუბრა
[VIDEO] ზაბარნიმ დონარუმას გაცილებისას საფონოვთან დაკავშირებით ასეთი რამ გააკეთა – რა ვიდეოს აქვეყნებს უკრაინული მედია
Le Parisien: ლუის ენრიკემ ზაბარნისთან დაკავშირებით ახალი გეგმა დასახა
პსჟ გამოცდილი მცველის გასხვისებას აპირებს
უკრაინულ-რუსული ცივი ომი პსჟ-ში – საქმეში ფეხბურთელების მეუღლეები ჩაერთვნენ