Marca: საქართველოს ნაკრების სერიოზული პრობლემა – შენგელიას ექიმების რჩევის მიუხედავად ნებისმიერ ფასად თამაში სურს

კვიპროსში ევრობასკეტზე საასპარეზოდ ჩასულ საქართველოს ნაკრებს გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია აეროპორტში დახვდა. როგორც იცით, შენგელია გულის არითმიის გამო გამოკვლევების ჩასატარებლად ბარსელონაში იმყოფებოდა და ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა ვერ მიიღო. გუშინ ჩვენმა ნაკრებმა ლიმასოლში „სპიროს კიპრიანუ არენაზე“ თორნიკესთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა.
„ბარსელონას“ ახალწვეულს წერილი „მარკამ“ მიუძღვნა და აღნიშნა, რომ ესპანელთა პირველ მეტოქეს სერიოზული პრობლემა აქვს, რამეთუ ქართველთა ვარსკვლავს და ლიდერს ექიმებმა პირველ ორ შეხვედრაში, მათთან და იტალიასთან ურჩიეს არ ითამაშოს:
„თუმცა, „თოკოს“ თამაში ნებისმიერ ფასად უნდა და შესაძლოა, იტალიასთან პარკეტზე გავიდეს, მაგრამ როგორც ჩანს, სკარიოლოს გუნდთან მისი მონაწილეობა სრულად გამორიცხულია და ეს შეიძლება მხოლოდ პირადი პასუხისმგებლობით გააკეთოს.
ის ყოველთვის უზარმაზარ ერთგულებას ავლენდა თავისი ეროვნული ნაკრებისა და ქვეყნის მიმართ. რამდენიმე კვირის განმავლობაში, როდესაც ფიბასა და ევროლიგის ფანჯრები დაემთხვა, ის 24 საათში ორ მატჩს ატარებდა. როცა ში შეიჭრა, ცსკა-ში ირიცხებოდა და მაშინვე დატოვა კლუბი, ვინაიდან ჩათვალა, რომ არმიულ გუნდში ასპარეზობა არ შეეძლო.
შენგელიამ “ბარსელონასთან” კონტრაქტი მომდევნო სეზონისთვის მას შემდეგ გააფორმა, რაც “ვირტუსთან” ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა. ფორვარდმა სენსაციური შედეგები აჩვენა, მათ შორის ერთ შეხვედრაში, როდესაც ტრავმირებული იყო, ქამბექის ავტორი გახდა. მისი ხასიათიდან გამომდინარე, ეჭვგარეშეა, რომ ევროპის ჩემპიონატზე იქნება. ვნახოთ, მისცემს თუ არა ამის საშუალებას გული“.
ხაზგასმულია, რომ მწვრთნელის, ალექსანდრ ჯიკიჩის განკარგულებაში 13 კალათბურთელია, რომელთაგან ერთი განაცხადს მიღმა დარჩება.
ნაკრებმა კვიპროსში პირველი ვარჯიში სრული შემადგენლობით, თორნიკე შენგელიასთან ერთად ჩაატარა
[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი – “ვირტუსმა” “ბრეშა” მეორე მატჩშიც დაამარცხა
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
სამწუხარო ამბავი – შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოაჩნდა
ნაკრებმა კვიპროსში პირველი ვარჯიში სრული შემადგენლობით, თორნიკე შენგელიასთან ერთად ჩაატარა
შენგელიას ლიდერობით “ვირტუსმა” მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
[VIDEO] ოფიციალურად: თორნიკე შენგელია “ბარსელონას” კალათბურთელია