კიმ ჩენ ინს დღეს, სავარაუდოდ, 40 წელი შეუსრულდა

გავრცელებული ვარაუდით, 8 იანვარს 40 წელი შეუსრულდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს – სახელმწიფო მედია ინარჩუნებს მის დაბადების დღესთან ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებულ სიჩუმის ტრადიციას. ჩრდილოეთ კორეის მმართველ რეჟიმს მისი დაბადების დღის თარიღი დადასტურებული არ აქვს.
აშშ-ის ხელისუფლების მონაცემებით, კიმ ჩენ ინი 1984 წელსაა დაბადებული, რაც ნიშნავს, რომ 2024 წელს მას 40 წელი შეუსრულდა.
კიმ ჩენ ინის წინამორბედი ლიდერების, ანუ მისი მამისა და ბაბუის დაბადების დღეები სახელმწიფო დღესასწაულებია ამ ავტორიტარულ ქვეყანაში. თუმცა თავად კიმ ჩენ ინის სავარაუდო დაბადების დღე ყოველ წელს სიჩუმეში გადის, მას არც მედიაში არ ახსენებენ და არც – კალენდრებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)