საწვავის კრიზისი რუსეთში და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე – რუსეთის სასაქონლო ბირჟებზე საწვავის ფასები ისტორიულ რეკორდებს ამყარებს

საწვავის კრიზისი რუსეთში და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ს სასაქონლო ბირჟებზე საწვავის ფასები ისტორიულ რეკორდებს ამყარებს.
🔴 რუსეთის სასაქონლო ბირჟებზე საწვავის ფასები ისტორიულ რეკორდებს ამყარებს და ბენზინგასამართ სადგურებზე საცალო ფასების ზრდის ტემპი ინფლაციას უსწრებს.
🔴 რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ დონეცკის, ლუგანსკის რეგიონებსა და ყირიმში, ასევე იმიერბაიკალეთის რეგიონში და პრიმორიეს მხარეში საწვავის მწვავე დეფიციტია.
🔻 ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების თავდასხმაა.
🔴 ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ტრეიდერებს საწვავის ბენზინგასამართ სადგურებზე გაყიდვების შეზღუდვა უწევთ. რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი 25 აგვისტოს ქვეყნის უდიდესი ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრას მართავს, რათა საწვავის ბაზარზე არსებული ვითარება განიხილოს.
📍 როსსტატის“ მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ადგილობრივი ბენზინგასამართი სადგურების ბენზინის ღირებულება 5.7%-ით გაიზარდა. ეს მნიშვნელოვნად აღემატება იმავე პერიოდის ქვეყანაში საშუალო ინფლაციას, რომელიც 4.2%-ის ფარგლებში შენარჩუნდა. აგვისტოს ბოლოს ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი ლიტრზე 61.7 რუბლს შეადგენდა: -92-ის ტარიფი გაიზარდა 58.5-მდე, AI-95-ის 63.9-მდე, ხოლო AI-98-ის 84.7 რუბლამდე ლიტრზე. დიზელის საწვავის ღირებულება ამჟამად ლიტრზე 71.45 რუბლს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ