უჩა ნანუაშვილი: მდინარაძის რადიკალური ანტიევროპული რიტორიკა ქვეყნის უსაფრთხოებას კიდევ უფრო დააზიანებს

ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ სუსის ხელმძღვანელის ცვლილება ბიძნა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით, ცხადია, რომ აღნიშნული უწყება არა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, არამედ კონკრეტული პარტიის და თავად ივანიშვილის ინტერესებზეა ორიენტირებული.

ნანუაშვილის თქმით, განსაკუთრებით საფრთხის მატარებელია ის ფაქტი, რომ სუსის ხელმძღვანელად ინიშნება , რომელიც ცნობილია რადიკალური ანტიევროპული და ოპონენტების მიმართ მტრული რიტორიკით. მისი შეფასებით, ასეთი გამოცდილებისა და დამოკიდებულებების მქონე ფიგურა კიდევ უფრო გააღრმავებს საზოგადოებაში პოლარიზაციას და დააზიანებს ქვეყნის უსაფრთხოებას.

არ არის გამორიცხული, რადგან ქვეყანაში, ხაზს ვუსვამ, უსაფრთხოების სამსახური არა ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, პირველ რიგში, არამედ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის და კონკრეტული პირის, ამ შემთხვევაში, ივანიშვილის ინტერესებზე. მისთვის უფრო მნიშნელოვანია სწორედ ეს და აქედან გამომდინარე, ის თუ ვინ იქნება ამ უწყების ხელმძღვანელი, ამას სწორედ არაფორმალური მმართველი წყვეტს და ეს დაადასტურა არაერთმა საკადრო ცვლილებამ, რომელიც განხორციელდა საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამიტომაც ის, რომ ს გავლენები ქვეყანაში იზრდება, რუსეთის გავლენებსაც შესაძლოა უკავშირდებოდეს ეს საკითხი, რისკის ქვეშ დგება, ზოგადად, პოლიციელების საკითხი. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან ხშირად გამოირჩეოდა მდინარაძე რადიკალური ანტიევროპული, მტრული რიტორიკით ოპონენტეის მიმართ, ასევე დასავლეთის მიმართ და საზოგადოებაში პოლარიზაციას უფრო მეტად აღვივებდა. შესაბამისად, მისი ეს მონაცემები და ეს გამოცდილება, შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო მეტად დააზიანებს ქვეყნის უსაფრთხოებას, როდესაც სუსის მეთაური უნდა იყოს მაქსიმალურად დეპოლიტიზირებული. მან უნდა დაიცვას სახელმწიფო, უნდა დაიცვას ქვეყანა და არა რომელიმე პოლიტიკური პარტია ან რომელიმე პოლიტიკური პერსონა და სწორედ აქ ვხედავთ ყველაზე მეტად რისკებს.

უწყება, რა თქმა უნდა, თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მუშაობს და აქვს წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე. არ არის მიზანშეწონილი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდეს წვდომა და ხშირად ხდებოდეს ცვლილება იმ ხელმძღვანელი პირების, რომელსაც ასეთი ინფორმაცია, ასეთი წვდომა გააჩნია, – ამბობს უჩა ნანუაშვილი.