ვიმსჯელოთ ნაკრებზე შემადგებლობამდე – სად რა გვიჭირს და რას ველოდოთ

საქართველოს ნაკრები მალე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება. ვილი სანიოლს შემადგენლობა შერჩეული ეყოლება და ამ კვირაში გამოაქვეყნებს. თურქეთთან დაპირისპირრებმდე სულ 10 დღეა და გარკვეულ ამბებზე უკვე ძალიან ვღელავთ, შემდეგ კი ბულგარეთის ნაკრების მასპინძლობაა.
ვილი სანიოლისგან მოულოდნელობებს ყოველთვის შეიძლება ველოდოთ, მაგრამ გარკვეული ვარაუდების გაჟღერება შეიძლება.
აქ მთავარი ისაა, ფეხბურთელებს რომელთაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, მაგრამ ნაკრების განუყრელი წევრები არიან, სიაში თუ ვიხილავთ და მეორე, ახალ სახეებს რამდენად მიიწვევენ.
მაგალითად, ლაშა დვალმა ბოლოს კაბო-ვერდესთან ითამაშა. ის ამჟამად უკლუბოდაა და მალე ახალ გუნდში (სოფიის ცსკა) ველით.
რაც შეეხება ახალ სახეებს, ლოგიკური იქნება სიაში მათი ნახვა, ვინც 21-წლმდელთა ნაკრებში წარმატებით გამოვიდა, ოღონდ მნიშვნელოვანი იქნება, ამ პოზიციაზე რამდენად გვიჭირს. აქაც, ლაშა ოდიშარია დიდი ხანია არ გამოჩენილა და მან იქნებ ესპანეთში ითამაშოს. ბოლოდროინდელი პროგრესის გათვალისწინებით, გიორგი აბუაშვილი “ჯვაროსნების” სიაში უნდა იყოს.
ვილი სანიოლმა 4-მცველიანი ტაქტიკის გამოყენება კი დაიწყო, მაგრამ არსებობს ფაქტორები, რაც გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, ისევ ძველ სტრატეგიას დაუბრუნდეს.
დასამალი არაა, რომ გურამ კაშიას 4 უკანახაზელში თამაში რისკთან იქნება დაკავშირებული. კაპიტანს ძველი სისწრაფე არ აქვს, ხოლო სამი ცენტრალური მცველიდან როცა შუაშია, დაცვის ორგანიზების კარგ უნარს ამჟღავნებს. შესაძლოა, ფრანგი მწვრთნელის მხრიდან შემადგენლობა ისე შეირჩეს, ტატქიკური სქემის შეცვლა იოლად შეეძლოს. მაგალითად, მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ოთარ კაკაბაძე ვიხილოთ, ვისაც საჭიროების შემთხვევაში მარჯვენა მცველად გადაიყვანს. ასეთ შემთხვევაში, საბა გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის აღმოჩნდება.
ამის საპირისპირო არგუმენტიც არსებობს. დვალის პრობლემაზე უკვე ვისაუბრეთ. გამოდის, მესამე ცენტრალურ მცველად ლუკა ლოჩოშვილს მივიჩნევთ, არადა, ბოლო მატჩებიდან გამომდინარე, სანიოლს ის უფრო მარცხენა ფრთაზე სურს. თანაც, სამწუხაროა, რომ ირაკლი აზაროვი “შახტარში” ცოტას თამაშობს.
ტაქტიკის შერჩევას მხოლოდ დაცვა არ განსაზღვრავს, თუმცა მნიშვნელოვანია. გიორგი ჩაკვეტაძის არყოფნა სერიოზული დანაკლისია, რამაც შესაძლოა, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინოს. სათამაშო ფორმის მიხედვით პოზიციებს დეტალურად შევეხოთ.
გიორგი მამარდაშვილი ცოტას თამაშობს და ეს რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, მიუხედავად იმისა, რომ საქმე “ლივერპულს” ეხება. “მამარდა” კვლავ პირველი იქნება და ეს საკითხი გადახედვას არ დაექვემდებარება, მაგრამ იმედია, ჩვეულად გაირჯება. კონკურენციის კონტექსტში იმის თქმა შეგვიძლია, რომ სამწუხაროდ, სათამაშო პრაქტიკა “პაოკში” არც ლუკა გუგეშაშვილს გააჩნია.
რამდენიმე ფეხბურთელზე უკვე ვიააუბრეთ. ოთარ კაკაბაძე მშვენიერ ფორმაშია, კარგია, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი “ჰამბურგში” თავიდანვე დამკვიდრდა, მაგრამ ის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მაინც არ უნდა განვიხილოთ.
გიორგი გველესიანი ჯერჯერობით უკლუბოდაა და მას სიაში არ ველით. რაც შეეხება ივა გელაშვილს, საბერძნეთის ჩემპიონატის პირველ ტურში 90 წუთი ითამაშა. შესაძლოა, ლევან შენგელიას ვილი კვლავ მთელი მარცხენ ფლანგის მაკონტროლებლად განიხილავდეს.
თუკი სანიოლი ძველი ტაქტიკით და 2 ნახევარმცველით არ ითამაშებს, ანზორ მექვაბიშვილის როლი დიდი იქნება. ის კარგ ფორმაშია და სომხეთის ნაკრებთან ვნახეთ, პრესინგზე თამაში და ბურთის მოპოვება რა კარგად შეუძლია. იმ ფონზე, როცა ჩაკვეტაძე არ იქნება, გიორგი ქოჩორაშვილი კი “სპორტინგში” ჯერ მაინც აკლიმატიზაციის პროცესს გადის, მექვაბიშვილი საკადრო ფუფუნებაა. ავსტრიის ჩემპიონატში ოთარ კიტეიშვილი ბრწყინავს. სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგაზე ასე არ გამოვიდა, მაგრამ “კიტეს”, როგორც “ათიანის” როლი, “ჩაკვეს” არყოფნაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება.
გვახსოვს, სანიოლს ნიკა გაგნიძის თამაში როგორ მოეწონა და მისი სახით გუნდში საინტერესო ალტერნატივაა. ბოლოს ყაზახეთში გიორგი ზარიას ბევრი გაუცდა და დარწმუმებით ვერ ვიტყვით, რომ სიაში იქნება.
მცირე ტრავმა, ცოტა დრო ფორმაში შესასვლელად, გადატვირთული სეზონის შემდეგ ძალების ჯერჯერობით სათანადოდ ვერაღდგენა – ს ირგვლივ ეს ვითარება გვაქვს, მაგრამ ეს “კვარაა”, რომელსაც შეუძლია, თამაშის ბედი მარტივად გადაწყვიტოს, მის წინააღმდეგ კი განსაკუთრებული ყურადღებით ითამაშებენ, რაც სივრცეს სხვებს გაუხსნის. მითიმეტეს, კარგ ფორმაშია გიორგი მიქაუტაძე.
არ ვიცით როგორ ტაქტიკით თამაშებს ჩვენი ეროვნული გუნდი, მაგრამ გვგონია, ზურიკო დავითაშვილის (მასაც ახალ და უკეთეს გუნდში ჯერ კიდევ ველით) ადგილი სასტარტო თერთმეტეულში აუცილებლად იქნება. რადგანაც კვარაცხელიას ეს გამოცდილება აქვს, შესაძლოა, შემტევებმა ფლანგები და პოზიციები ხშირად შეცვალონ.
ადრეც დავწერეთ და ბოლო საკლუბო მატჩმაც დაადასტურა, რომ გიორგი წიტაიშვილის გამოყენება მარჯვენა შემტევის პოზიციაზე, 4-მცველიან ტაქტკიკაში ეფექტურია. გიორგის ნაკრებში მთელი მარცხენა ფლანგი აბარია, ხოლმე.
საინტერესოა, ბუდუ ზივზივაძის გარდა, განაცხადში რომელ ფორვარდს ვიხილავთ – ქვილითაიას შანსი უფრო მაღალია, ვიდრე ვოლკოვის. რაც შეეხება გიორგი გულიაშვილს, სეზონი ჯერჯერობით ერთი საგოლე პასით დაიწყო.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა თურქებთან ყველაზე მეტად შეუტია, დასამახსოვრებელი მომენტები შექმნა, მაგრამ მტკივნეულად წააგო. დორტმუნში, ფაქტობრივად, სტუმრად ვითამაშეთ. თბილისში, “დინამო არენაზე” რევანშის და შესარჩევის კარგად დაწყების დიდებული შანსი გვაქვს. სეზონი ახლა დაიწყო და იდეალურ კონდიციებში არც თურქები იქნებიან, ამან არ უნდა შეგვაშინოს. სწორი არც ჩვენი გუნდის ზედმეტად დაძაბვა იქნება –
მოწინააღმდეგე სერიოზულია!..
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს – ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია…
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
უდიდესი სხვაობა – საქართველოსა და სომხეთის ნაკრების ჯამური ღირებულება ტრანსფერმარკტის მიხედვით
ცნობილია, სად ჩაატარებს საქართველოს ეროვნული ნაკრები სამ საშინაო შეხვედრას
საქართველო-უკრაინის მატჩამდე ცოტა დრო რჩება – რა ხდება ბათუმში? [VIDEO]
ვლადიმერ ვაისი: მომდევნო მეტოქე უფრო რთულია და გარკვეული ცვლილებები იქნება
ვლადიმირ ვაისი: შვეიცარიასთან ქართული სტილით ვითამაშებთ
ვიწყებთ სახლში თურქეთთან – საქართველოს ნაკრების კალენდარი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ციკლში