ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განიხილა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განიხილა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, დიკ სხოფს უკრაინის სახელმწიფო დროშის დღის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.
„ახლა ომის დასრულების რეალური შანსი არსებობს და უკრაინა კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმისთვის მზად არის. თუმცა, რუსეთი მშვიდობის მიღწევის სურვილს არ ავლენს და ჩვენი ქალაქების დაბომბვას აგრძელებს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, იმისთვის, რომ რუსეთმა პოზიცია შეიცვალოს ზეწოლა და უმაღლეს დონეზე შეხვედრაა საჭირო.
„ჩვენ უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განვიხილეთ. ახლა უკრაინის, აშშ-ისა და ევროპელი პარტნიორების გუნდები უსაფრთხოების გარანტიების არქიტექტურის შემუშავებაზე მუშაობენ. უახლოეს დღეებში შემუშავება დასრულდება. ასევე, ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება ნიდერლანდებმა თავისი ჩართულობა გააძლიეროს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)