კიტ კელოგი უკრაინას ორდღიანი ვიზიტით ეწვევა

უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგი კიევს ორდღიანი ვიზიტით, 24-25 აგვისტოს ეწვევა.
მათივე ცნობით, კელოგი ხვალ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
ასევე, მოსალოდნელია, რომ კიტ კელოგი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)