ლუკაშენკამ კომენტარი გააკეთა ტრამპის მოწოდებაზე, გაათავისუფლოს 1300 პოლიტპატიმარი

ბელარუსის ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ კომენტარი გააკეთა ახლახან -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ. მისი თქმით, საუბარში ისინი შეეხნენ ბელორუსი პატიმრების გათავისუფლების საკითხსაც.
ამ თემაზე მან პირველად გააკეთა კომენტარი მას შემდეგ, რაც ტრამპმა მას მოუწოდა, გაათავისუფლოს 1300 პატიმარი. ბელარუსის სახელმწიფო მედიისთვის მინსკში მიცემულ ინტერვიუში მან ისაუბრა მსჯავრდადებულებისადმი მოპყრობის შესახებ.
როგორც BelTA იუწყება, ლუკაშენკამ ტრამპს შეატყობინა, რომ ბელარუსში მუშაობს საგანგებო კომისია, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს მსჯავრდადებულთა შესაბამისი მიმართვები, მაგრამ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს პირადად ის იღებს.
ამ საკითხის თაობაზე აშშ-ის პოზიციაზე და იმ ადამიანების რაოდენობაზე, რომელთა გათავისუფლებაზეც არის ლაპარაკი, ლუკაშენკამ განაცხადა:
„ათას ხუთასი გნებავთ თუ ორი ათასი? თქვენთან წაიყვანეთ, წაიყვანეთ.“
ლუკაშენკას მიაჩნია, რომ ტრამპმა „კარგად შეასრულა შუამავლის როლი“ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებში ში მშვიდობის დამყარების თაობაზე.
ის არ იზიანებს მოსაზრებას, რომ ტრამპმა წააგო 15 აგვისტოს გამართულ მოლაპარაკებებზე. მისი სიტყვებით, იქ ვერ მიაღწევდნენ ვერავითარ კონკრეტულ შეთანხმებებს, ვინაიდან ხვდებოდნენ არა „კონფლიქტის მხარეები, არამედ მხოლოდ ერთი მხარე“, აშშ-ის პრეზიდენტი კი შუამავლის როლში იყო, რათა გაერკვია ს პოზიცია“ და „შესანიშნავად გაართვა თავი ამოცანას“.
ტრამპისთვის ნობელის პრემიის მინიჭების შანსებზე საუბრისას ლუკაშენკამ თქვა, რომ, თუ საჭიროა, მან ეს ჯილდო უნდა მიიღოს.
ბელარუსის ლიდერის თქმით, „ტრამპი ისეთი არ არის, როგორადაც მას ხატავენ. ის არის ადამიანი, რომელიც მშვიდობისკენ ისწრაფვის, მან ნახევარ წელში რამდენიმე ომი აღმოფხვრა“.
15 აგვისტოს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ტელეფონით ესაუბრა ლუკაშენკას და პატიმართა განთავისუფლების საკითხი განიხილა. ამის შესახებ მან თავის სოცქსელ Truth Social-ში დაწერა. ტრამპმა მაშინ აღნიშნა, რომ ლუკაშენკასთან შესანიშნავი საუბარი ჰქონდა და მასთან 1300 ბელორუსი პატიმრის თემა განიხილა.
„შესანიშნავი საუბარი მქონდა ბელარუსის პატივსაცემ პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან. სატელეფონო ზარის მიზანი იყო, მადლიერება გამომეხატა 16 პატიმრის გათავისუფლებისთვის. ასევე განვიხილავთ 1300 პატიმრის გათავისუფლებას. ჩვენი საუბარი ძალზე პროდუქტიული იყო. განვიხილეთ მრავალი თემა, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი ალასკაში. მოუთმენლად ველი მომავალში პრეზიდენტ ლუკაშენკასთან შეხვედრას. გმადლობთ ამ საკითხში ყურადღებისთვის!“ დაწერა დონალდ ტრამპმა.
მოგვიანებით, 17 აგვისტოს, ტრამპმა ახალი პოსტი გამოაქვეყნა ლუკაშენკას შესახებ, მას „ძლიერი ლიდერი“ უწოდა და 1300 ბელორუსი პატიმრის სწრაფად განთავისუფლების იმედი გამოხატა.
უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვიასნას“ შეფასებით, ამჟამად ბელარუსის ციხეებში 1197 პოლიტპატიმარი იმყოფება.
ციხეში მყოფი ბევრი პოლიტპატიმარი ზეწოლის ქვეშაა, მათ ბრალს სდებენ სხვადასხვა დარღვევაში, მათ სადამსჯელო იზოლატორებში გზავნიან და ჩამორთმეული აქვთ უფლება, დაურეკონ და მიმოწერა იქონიონ ნათესავებთან.
ფორუმი