შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
როგორც გამოცემა POLITICO წერს, ეს ინფორმაცია მათ მიშელის პრესსპიკერმა დაუდასტურა.
ევროპარლამენტის 2024 წლის 6-9 ივნისს გაიმართება. ახალი პარლამენტი ირჩევს პრეზიდენტს, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტსა და კომისრებს. მოსალოდნელია, რომ შეეცდება, მეორე ვადით დაიკავოს ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტი. თუმცა უდავოდ შეიცვლება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ევროპული საბჭოს მოქმედი პრეზიდენტი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
მათივე ცნობით, თუ შარლ მიშელი არჩევნებში წარმატებას მიაღწევს, ივლისის შუა რიცხვებში ევროპარლამენტში გადაინაცვლებს. ეს კი იმას ნიშანავს, რომ ევროკავშირის ლიდერები სწრაფად უნდა შეთანხმდნენ, ვინ იქნება მისი შემცვლელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე, ვინაიდან შარლ მიშელს უფლებამოსილების ვადა ნოემბერამდე, კომისართა ახალი კოლეგიის შექმნამდე აქვს.
იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის ლიდერები შარლ მიშელის შემცვლელზე ვერ შეთანხმდებიან, მაშინ ევროპულ საბჭოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს, რადგან როტაციით ივლისში სწორედ უნგრეთი გახდება ევროკავშირის საბჭოს თავჯდომარე ქვეყანა. თუმცა, როგორც POLITICO წერს, უნგრეთსა და ევროკავშირს შორის დაძაბული ურთიერთოებების გათვალისწინებით, ევროკავშირის ლიდერები შეეცდებიან ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვიქტორ ორბანის აცილებას.
თავად მიშელი არ აკონკრეტებს ნიშნავს თუ არა მისი გადაწყვეტილება იმას, რომ იგი დაინტერესებულია სხვა მაღალი პოზიციებით. მაგალითად, განიხილავს თუ არა, რომ იგი იყოს ევროპელი ლიბერალების მთავარი კანდიდატი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე, ან სურს თუ არა, რომ შეცვალოს ბელგიელი დიდიე რენდერსი, რომელიც ამჟამად ევროკომისარია იუსტიციის საკითხებში.
რაც შეეხება დიდიე რენდერს, POLITICO წერს, რომ მას თვალი უჭირავას ევროპის საბჭოს [ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც არაა ევროკავშირის ინსტიტუცია] ხელმძღვანელობაზე. გამოცემის თანახმად, დიდიე რენდერს სურს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი გახდეს, ვინაიდან შარლ მიშელის გადაწყვეტილება, ამცირებს შანსებს, რომ ის ევრკომისიის მომავალ კოლეგიაში მოხვდეს.