დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომზე – მშვიდობის შესაძლებლობების შესახებ ორი კვირის ფარგლებში გვეცოდინება, ამის შემდეგ, შესაძლოა, სხვა გზის არჩევა მოგვიწიოს

მშვიდობის შესაძლებლობების შესახებ ორი კვირის ფარგლებში გვეცოდინება, ამის შემდეგ, შესაძლოა, სხვა გზის არჩევა მოგვიწიოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტოდ სტარნსთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეს საშინელი ომია და ზელენსკი კარგად გამოიყურება.
“ის [ზელენსკი] კარგად გამოიყურება, ძალიან კარგად
გამოიყურება. ეს მძიმე ომია. საშინელი ომია, ყველაზე ცუდი რამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ბევრი ხალხი კვდება, ბევრი ჯარისკაცი კვდება, კვირაში 5-7 ათასი…
[მშვიდობის შესაძლებლობის შესახებ] ორი კვირის ფარგლებში გვეცოდინება, ასე თუ ისე. ამის შემდეგ, შესაძლოა, სხვა გზის არჩევა მოგვიწიოს. ვნახავთ, მალე გვეცოდინება”,- განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)