მოქალაქეები გორის საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან

მოქალაქეები გორის საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან.
ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის ინტერვიუს აპროტესტებენ, რომელიც მან გამოცემა The New York Times-ს მისცა.
აქციის მონაწილეების შეფასებით, დავით რაზმაძის განცხადება არის მოღალატეობრივი და სამარცხვინო.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ გორის საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა, ბექა ქორჩილავამ აქციაზე განაცხადა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება საქართველოს რუსეთთან ომის დაწყებაში ადანაშაულებს.
„დავით რაზმაძის განცხადება არის მორიგი სამარცხვინო და ნათელი დადასტურება, თუ როგორ ჰყიდიან სამშობლოს „გროშებზე“. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საკუთარ სახელმწიფოს ომის დაწყებაში ადანაშაულებენ. რასაც , ირაკლი და „ქართული ოცნების“’ სხვა ჩინოვნიკები ამბობენ, ერთი-ერთში იმეორებს დავით რაზმაძე“, – განაცხადა ბექა ქორჩილავამ.
ინფორმაციისთვის, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა: „რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“. რაზმაძის ინტერვიუ ამერიკული გამოცემის საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიის ნაწილია, სათაურით – “ როგორც დავიდა საქართველო დემოკრატიის არდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე”. The New York Times წერს, რომ ინტერვიუში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს ს აგრესია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა.