მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი ზაფხულის ცხელ დღეებს თურქეთში, ბოდრუმში ატარებს. მანიკამ დასვენების არაჩვეულებრივი კადრები გამოაქვეყნა და უამრავი მოწონება დაიმსახურა.
“ვგიჟდები მანიკაზე, საქართველოში ნომერ პირველია, დედაჩემი ხომ აფანატებს, რომ ხედავს დნება ქალი, ერთხელ მაინც დამანახაო იძახის”,” რა ლამაზი ხარ” – კომენტარებში უამრავ თბილ შეტყობინებას წერდნენ.
მანიკას მამა, კახა ასათიანი პროფესიით ექიმია. ის ძალიან ახალგაზრდა დაქორწინდა და 19 წლის ასაკში უკვე ორი ქალიშვილი ჰყავდა. მანიკა ასათიანს დიდი ოჯახი ჰყავს. მისი უფროსი და ანი ასათიანი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, თუმცა მშობლებთან შედარებით მანიკა მას ხშირად ახსენებს. მოდელს სახელი მანიკა სწორედ უფროსმა დამ დაარქვა.
მანიკა უკვე 15 წელია კალათბურთელ ბექა წივწივაძეზეა დაქორწინებული და როგორც ჩანს, მათი შვილი, გიორგიც, მამის კვალს მიჰყვება.
მანიკა ასათიანის კარიერა გასართობ ინდუსტრიაში წამყვანობის ინტერესით დაიწყო. მომხიბვლელობით და პროფესიონალიზმით ცნობილი, ის სწრაფად გახდა ქართული ტელევიზიის ცნობადი სახე. მან ადრეულ წარმატებას მიაღწია სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით, რამაც საშუალება მისცა შექმნას ერთგული თაყვანისმცემლების ბაზა და გაეძლიერებინა თავისი ადგილი საზოგადოების თვალში.
„ტელევიზიაში შემთხვევით აღმოვჩნდი და მივხვდი, რომ ჩემი სფერო იყო. ამან გადამაწყვეტინა ჟურნალისტის პროფესია ამერჩია. მანამდე, 15 წლისა “ჯეოსტარში” ვმონაწილეობდი. პროექტი დამთავრდა თუ არა, “რუსთავი 2”-ს დილის გადაცემისთვის გოგონა სჭირდებოდა და კასტინგზე გავედი. ამიყვანეს და მუშაობა დავიწყე. მათემატიკა სკოლაში ჩემი საყვარელი საგანი იყო, ეკონომიკურ ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება. ჩემი მასწავლებლები და მეგობრები რომ მხვდებიან, ხშირად მეუბნებიან, ამ მიმართულებითაც ხომ შეგეძლო წასულიყავიო… არ ვნანობ, რადგან ჟურნალისტიკაში თავს კარგად ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, მათემატიკური ტვინი ადამიანს ნებისმიერ პროფესიაში და ზოგადად, ცხოვრებაშიც გამოადგება, – ამბობდა მანიკა ერთ-ერთ ინტერვიუში.
