ემანუელ მაკრონი – ნეთანიაჰუს ანალიზი, რომ საფრანგეთის მიერ სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გადაწყვეტილება საფრანგეთში ანტისემიტურ ძალადობას გაზრდის, არასწორია, სამარცხვინოა და უპასუხოდ არ დარჩება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებებს „სამარცხვინო“ და „არასწორი“ უწოდა მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მაკრონის განზრახვა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ ანტისემიტიზმს აღვივებს.
ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტი ანტისემიტიზმის წაქეზებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ პალესტინის აღიარება მხოლოდ უფრო გაამწვავებს კონფლიქტს.
„[ნეთანიაჰუს] ანალიზი, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის მიერ სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გადაწყვეტილება საფრანგეთში ანტისემიტურ ძალადობას გაზრდის, არასწორია, სამარცხვინოა და უპასუხოდ არ დარჩება“, – უპასუხა მაკრონმა.
ივლისში საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სექტემბერში დაგეგმილ გაეროს მომდევნო გენერალურ ასამბლეაზე საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს. ემანუელ მაკრონის გეგმამ ისრაელისა და შეერთებული შტატებისაგან დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!