გორის საკრებულოს თავმჯდომარე New York Times-თან: [რუსები] აქ მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ და მადლობა ღმერთს…

“მადლობა ღმერთს, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები გორში შემოვიდნენ, თორემ მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ” – ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ New York Times-თან განაცხადა და 2008 წლის ომზე ისაუბრა.

New York Times- მა ვრცელი სტატია გამოაქვეყა სათაურით – “როგორ გადავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის ფრონტის წინა ხაზზე”.

[რუსები] აქ მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოიქცნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, წარმოგიდგენიათ? რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ… ეს ყველაფერი მიშას ბრალი იყო, შეგნებულად წავიდა პროვოკაციაზე…” – განაცხადა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ New York Times-თან.

გამოცემა წერს, რომ 90-წუთიანი ინტერვიუს დროს რაზმაძემ მოახერხა მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულება ყველაფერში – ეკლესიაში მრევლის შემცირებიდან დაწყებული მუნიციპალური შადრევნების ხარჯების გადაჭარბებით დამთავრებული.

ასევე დაგაინტერესებთ

უთო-ს წარმომადგენელი – არაპროპორციული სასჯელის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება – მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ

ვახუშტი მენაბდე – სუს-ის განცხადება პოლიტიკური ანგაჟირების გემოს ტოვებს – რაც შეეხება ნიკა მელიას განაჩენს, „ოცნება“ მასთან შეზრდილი სასამართლოთი ყველაფერს აკეთებს, რომ დათრგუნოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები