Politico: პუტინმა ზელენსკისთან შეხვედრა პირისპირ, ტრამპის გარეშე მოითხოვა

ვლადიმირ პუტინი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ბოლო საუბრისას, დაჟინებით მოითხოვდა, რომ მას უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრა ჰქონოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი ლიდერი სამმხრივი სამიტის ორგანიზებას სთავაზობდა. ამის შესახებ Politico-ს ამერიკული ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირი აცნობს.
აღინიშნება, რომ ვაშინგტონში 18 აგვისტოს გამართულ სამიტზე, სადაც მონაწილეობდნენ აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ლიდერები, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს დაურეკა. აშშ-ის პრეზიდენტმა რუს დიქტატორს ზელენსკისთან სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა, თუმცა პუტინმა უპასუხა, რომ ამერიკელი ლიდერის ჩასვლა საჭირო არ იყო.
გამოცემის წყაროს თქმით, ამის შემდეგ ტრამპის გუნდმა ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო. ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს დაევალა, მხარეებს შორის გარკვეული უთანხმოებები მოეგვარებინა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)