ვოლოდიმირ ზელენსკი – აშშ-თან და ევროპასთან ერთად უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად ყოველდღიურად ვმუშაობთ

აშშ-თან და ევროპასთან ერთად უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად ყოველდღიურად ვმუშაობთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ღამით, სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაზე დრონით დარტყმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. დახმარებას ითხოვდა ოჯახი 5 თვის, 4 წლისა და 6 წლის ბავშვებით, რომლებიც თავდასხმის შემდეგ დაშავდნენ. დონეცკის ოლქში, ბომბის აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა და ნანგრევებში, სულ მცირე, სამი ადამიანი რჩება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, რუსეთის დარტყმები მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობას ადასტურებს.
„ეს ყველა დემონსტრაციული დარტყმებია, რომლებიც ადასტურებს მოსკოვზე ზეწოლის აუცილებლობას, ახალი სანქციებისა და ტარიფების დაწესების აუცილებლობას იქამდე, სანამ დიპლომატია სრულად ეფექტური არ გახდება. აშშ-თან, ევროპასთან და ყველასთან ერთად, ვისაც მშვიდობა სურს, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად ყოველდღიურად ვმუშაობთ. საიმედო და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)