უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებასთან დაკავშირებვით ალასკაში, ბრიუსელში და ვაშინგტონში გამორთული მოლაპარაკების შედეგებსა და ამ პროცესზე უკრაინული საზოგადოების დამოკიდებულებაზე „ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, სიტუაციური მოდელირების სააგენტოს დირექტორს ვიტალი ბალას ესაუბრა.
– ბატონო ვიტალი, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების თემაზე აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების ალასკაზე გამართულ შეხვედრზე ისაუბრეს, ამავე თემაზე აქტიურად მსჯელობდენენ ბრიუსელში, შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ზელენკის შეხვედრა შედგა ვაშინგტონში, რომელსაც ევროპელი ლიდერები ესწრებოდნენ.
ერთ კვირაზე მეტია უკრაინაზე აქტიურად მსჯელობენ, უამრავი განცხადება, მათ შორის არა ერთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთა აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა. ევროპელი ლიდერები უკრაინას უჭერენ მხარს. უკრაინაში მეოთხე წელია მიმდინარეობს უკრაინასა და რუსეთს შორის ომი. თუ რამაა უცვლელი, უკრაინის მიმართ რუსეთის გეგმები, რომელსაც თანმიმდევრულად ახმოვანებს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი.
ამ მოვლენათა ფონზე თვალს ვადევნებთ იმას, რომ უკრაინის პრეზიდეტს ძალიან რთული დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმოება უწევს აშშ-ს პრეზიდენტთან.
გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები იმაზე, რაც უკრაინის თემაზე სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა ფორმით მოლაპარაკებები მიმდინარეობს…
– ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას, მიუხედევად იმისა, რომ მასზე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ ყოფილა მიღებული, იგი გახდა დასაწყისი იმ საკმაოდ რთული გზისა, რომელიც, როგორც ჩანს, ყველას აქვს გასავლელი, მათ შორის უკრაინას.
აშშ-ს პრეზიდენტად ტრამპის არჩევის შემდეგ ვაშინგონის შეხვედრაზე მოხდა უკრაინის საკითხში ევროპისა და აშშ-ს პოზიციები ერთმანეთთან თუ დამთხვევა არა, მათი პოზიციების დაახლოება. იმ ვითარებაში, რომელშიც ახლა უკრაინაა, უკრაინისთვის ყველაზე აქტუალური და მთავარი თემაა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, რამაც ვაშინგტონის შეხვედრაზეც არა ერთხელ გაიჟღერა.
ამ თემაზე საუბრისას პრეზიდენტმა ტრამპმა არ გამორიცხა უკრაინაში ამერიკული ძალების გაგზავნა, მაგრამ იქვე დაამატა, რომ ამ საკითხში მთავარი როლი ევროპელებს ექნებათ და მათ ამერიკელები დაეხმარებიან. თუმცა, ჯერაც უცნობია ეს როგორ შეიძლება მოხდეს.
ამიტომ ვამბობ, ვაშინგტონში გამართული შეხვედრა გახლავთ მხოლოდ დასაწყისი იმ გზისა და პროცესისა, რომლის კონტურები ტრამპი-ზელენსკისა და ტარმპთან ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე გამოიკვეთა.
ვაშინგტონში გამართული შეხვედრა გახლავთ მხოლოდ დასაწყისი იმ გზისა და პროცესისა, რომლის კონტურები ტრამპი-ზელენსკისა და ტარმპთან ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე გამოიკვეთა
ახლა ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ უმუშავებენ სამუშაო ჯგუფები. უკვე ვიცით, რომ ნატოს სამხედრო ხელმძღვანელობა და მხარეების უმაღლესი სამხედრო პირები შეხვდებიან ერთმანეთს. ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანეთისა და საფრანგეთის მაღალი დონის სამხედრო პირები. უკვე არსებობს საკითხთა კონკრეტიკა, რომელზეც ისინი იმსჯელებენ. დაველოდოთ, რა შედეგებით დასრულდება მხარეებს შორის დაგეგმილი კონსულტაციები და მოლაპარაკებები. ამ ეტაპზე, რა განცხადებებიც უკრაინასთან დაკავშირების არა ერთხელ გაკეთდა, ოპტიმიზმის საფუძველს კი იძლევა.
რაც შეეხება პუტინისა და ზელენსკის შეხვედრას, ეს ძალიან რთული საკითხია. ჩემმი აზრით, ვაშინგტონის გართულ შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გერმანიის კანცლერმა მერცმა.
ზელენსკი-პუტინის შეხვედრის საკითხზე საბოლოო სიტყვა პრეზიდეტმა ტრამპმა თქვა – პუტინ-ზელენსკის შეხვედრა მაშინ შედგება, როცა უკრაინა-რუსეთის ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტა მოხდება.
ახლა რომ ტრამპი ასე ფიქრობს, ჩემი აზრით, გადამწყვეტი როლი კანცლერმა მერცმა შეასრულა. არა ვარ დარწმუნებული რომ ტრამპს ბოლომდე აქვს გაცნობიერებული რას დაუჭირა მხარი, მაგრამ კარგია რომ მაინც ასე მოხდა.
– კარგია რომ აშშ-სა და ევროპელების პოზიციების დაახლოება მოხდა, მაგრამ, როცა უკრაინის უსაფრთხოებაზე, უკრაინის მხრიდან ტერიტორიების დათმობებზეა საუბარი, აქ ბევრი რამ გაუგებარი რჩება.
ვხედავთ, რომ უკრაინის მხრიდან ტერიტორიების დათმობის თემაზე ჯერ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდნენ ტრამპი და რუბიო. ახლა სახელმწიფო მდივანი და ტრამპის მხარდამჭერი პოლიტიკოსებიც საუბრობენ უკრაინის მხრიდან ტერიტორიულ დათმობებზე. ფაქტია, რომ ყველა ისინი ამ საკითხში საკმაოდ თანმიმდევრულებიც კი არიან.
ტერიტორიული დათმობების თემას ტრამპი სხვადასხვა ვარიაციითა და დოზით თანმიმდევრულად იმეორებს რითაც, სამწუხაროდ, უკრაინის საკითხში პუტინის პოზიციებს აძლიერებს.
სავარაუდოდ, როგორ რეაგირებს უკრაინული საზოგადოიება იმაზე, რა მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს უკრაინის საკითხზე და განსაკუთრებით იმაზე, რომ უკრაინამ მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიები უნდა დათმოს?
– უკრაინის მიერ ტერიტორიული დათმობების თემაზე უკრაინაში 23 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა. გამოკითხულთა 76% წინააღმდეგია რომ უკრაინა რუსეთის მიმართ ტერიტორიულ დათმობებზე დათახმდეს. ამის გამოცაა, რომ ტერიტორიულ დათმობების თემაზე პრეზიდენტ ზელენსკის არ აქვს ლავირების საშუალება.
ამ თემაზე საუბრისას ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის კონსტუტუციაში ქვეყნის ტერიტორიები განსაზღრულია, ამ თემაზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს და ასე შემდეგ. ვნახეთ, რომ ამაზე ზელენსკის მსჯელობამ გააბრაზა პრეზიდენტი ტრამპი. მან ისიც კი თქვა, რომ კონსტიტუცით უკრაინას ომი არც უნდა დაეწყო. მას ისე გამოუვიდა, თითქოს 2022 წლის 22 თებევრვალს ომი რუსეთმა კი არა, უკრაინამ დაიწყო.
უკრაინის მიერ ტერიტორიული დათმობების თემაზე უკრაინაში 23 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა. გამოკითხულთა 76% წინააღმდეგია რომ უკრაინა რუსეთის მიმართ ტერიტორიულ დათმობებზე დათახმდეს. ამის გამოცაა, რომ ტერიტორიულ დათმობების თემაზე პრეზიდენტ ზელენსკის არ აქვს ლავირების საშუალება
ამის შემდეგ, ვნახეთ, რომ ტრამპმა პოზიცია შეიცვალა და თქვა, რომ ეს საკითხი პრეზიდენტმა ზელენსკიმ უნდა გადაწყვიტოს. კარგია ის, რომ მათ შორის ამ თემაზე კამათი სხვა ტიპის უხერხულობაში არ გადაიზარდა.
ტრამპს როგორც არ უნდოდეს უკრაინამ ტერიტორიები რუსეთს დაუთმოს, ეს რომ ზელენსკიმ მოინდომოს, ჩემთვის წარმოუდგენელია იგი ამას როგორ გაკეთებს. რუსეთი დონბასიდან უკრაინული ძალების იმ ოთხი პუნქტიდან გასვლას მოითხოვს, რომელიც უკრაინას 2014 წლიდან სერიოზულად აქვს გამაგრებული.
ტრამპს როგორც არ უნდოდეს უკრაინამ ტერიტორიები რუსეთს დაუთმოს, ეს რომ ზელენსკიმ მოინდომოს, ჩემთვის წარმოუდგენელია იგი ამას როგორ გაკეთებს. რუსეთი დონბასიდან უკრაინული ძალების იმ ოთხი პუნქტიდან გასვლას მოითხოვს, რომელიც უკრაინას 2014 წლიდან სერიოზულად აქვს გამაგრებული
სწორედ ამის გამო ვერ ახერხებენ მათ აღებას რუსები ამ პოზიციების აღებას. საქმე კიდევ ისაა, რომ ეს ოთხივე პუნქტი სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. მათი დატოვების შემთხვევაში რუსებს მიეცემათ საშუალება უკრაინის სიღრმეში უპრობლემოდ გააგრძელონ და ამჯერად წარმატებით შეტევები.
ამიტომ ამ ოთხივე პუნქტის რუსებისთვის უბრძოლველად დათმობა უკრაინულ მხრიდან ძალიან დიდი სამხედრო და პოლიტიკური შეცდომა იქნებოდა.
იცის რა უკრაინული ტერიტორიების რუსებისთვის გადაცემის საკითზე უკრაინის მოსახლეობის დამოკიდებულება, პრეზიდენტი ზელენსკი ამგვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ვერც პრეზიდენტი ზელენსკი და ვერც ვერავინ ვერ დაპირდება რუსებს დონბასის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიან უკრაინული ძალების გაყვანას.
ვერც პრეზიდენტი ზელენსკი და ვერც ვერავინ ვერ დაპირდება რუსებს დონბასის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიან უკრაინული ძალების გაყვანას
– ტრამპმა კი თქვა, რომ უკრაინა კარგ უსაფრთხოებას მიიღებს, ამ საკითხში მთავარი როლი ევროპელებს ექნებათ და მათ ამერიკელებიც დაეხმარებიან.
მაგრამ, ამ განცხადებებს მყისიერად უპასუხეს მოსკოვიდან. მათი არსი ასეთია – რუსეთისთვის ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისკაცების უკრაინის ტერიტორიაზე განლაგება მიუღებელია. მეტიც, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე არც ევროპელების და არც ამერიკელების გამოჩენას არ დაუშვებს.
აშშ და ევროპა და აშშ უკრაინის უსაფრთხოებას ევროპული უსაფრთხოების ფარგლებში განიხილავს, ეს ის საკითხია, რუსეთს ყველაზე მეტად რომ არ სურს და ეწინააღმდეგება…
– ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა იურიდიული საფუძველი დაედება უკრაინის ტერიტორიაზე ევროპული და ამერიკული ძალების განთავსებას. საუბარია იმაზე, რომ ბრიტანელი და ფრანგი ინსტრუქტორები ფრონტის ხაზიდან მოშორებით დაიწყებენ უკრაინული ძალების წვრთნას.
ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა იურიდიული საფუძველი დაედება უკრაინის ტერიტორიაზე ევროპული და ამერიკული ძალების განთავსებას
ჩრდილოეთ კორეული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე არინ შემოსული. რუსები ამბობენ რომ მათ ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობის შესახებ აქვთ გაფორმებული ხელშეკრულებები.
უკრაინის ტერიტორიაზე ევროპელებისა და ამერიკელების გამოჩენაზე რუსების განცხადებებს აჯობებს საერთოდ არ მივაქცით ყურადღება. ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ მათი ყოფნის სამართლებრივი საკითხიც გამართული იყოს.
– მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონში ამერიკელები და ევროპელები უკრაინის უსაფრთხოებისთვის იმდაგვარი მე-5 მუხლის შემუშავებაზე საუბრობდნენ, როგორც ნატოს აქვს, მაგრამ, ამის მსგავსი ჯერ არაფერი ჩანს…
– დაველოდოთ თუ რა შდეგებით დასრულდება მხარეთა სამხედროების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას რა გადაწყვეტილებებს წარუდგენენ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რაიმე კონკრეტულზე საუბარი.
ამ ეტაპზე ვიცით ის, რომ აშშ ევროპელებს მიჰყიდის სამხედრო იარაღს უკრაინისთვის. გარდა ამისა, უკრაინა ამერიკული და ევროპული თანამგზავრებიდანაც მიიღებს საჭირო ინფორმაციას.
– ტრამპი აცხადებს, რომ მუშაობს პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებაზე. შეხვედრის რამოდენიმე ადგილიც კი დასახელდა.
დარწმუნებული ვარ, თუ ეს შეხვედრა შედგა, იმ შეხვედრაზეც პუტინი იმას იტყვის რასაც 2022 წელს ამბობდა და რაც ტრამპთან ალასკაზე შეხვედრაზე თქვა. რა პოზიციებით წავა ამ შეხვედრაზე ზელენსკი, ესც ვიცით.
თუ, როგორც ტრამპი ამბობს, პუტინ-ზელენსკის შეხვედრა შედგა, ამ შეხვედრაზე რა გადაწყვეტილებები შეიძლება იქნას მიღებული?
– ჯერ არ ჩანს იმის არგუნეტები, რომ პუტინ-ზელენსკის შეხვედრა შეიძლება გაიმართოს. შეხვედრა მხოლოდ მაშინ შეიძლებ შედგეს, როცა რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს. პუტინის ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს და საომარი მოქმედებების ფონზე უნდა მისთვის სასურველი შედეგის მიღწევა.
არადა, ნებისმიერი მოლაპარაკებები მაშინ იწყება, როცა საომარი მოქმედებები წყდება. ცეცხლის შეწყვეტის პირობებში მხარეები ცდილობენ გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას.
ჯერ არ ჩანს იმის არგუნეტები, რომ პუტინ-ზელენსკის შეხვედრა შეიძლება გაიმართოს. შეხვედრა მხოლოდ მაშინ შეიძლებ შედგეს, როცა რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს
უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სიმრავლისა და მათი სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებია მიზეზი იმისა რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია. ასე, რადგან უკრაინის საკითხში რუსეთის პოზიციებში, რეალურად მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ არ მომხდარა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
