ნიდერლანდები საქართველოს მთავრობას რეპრესიების საპასუხოდ შეზღუდვებს უწესებს

ნიდერლანდების მთავრობა საქართველოში მზარდი რეპრესიების საპასუხოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეზღუდვებს უწესებს.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში მკვეთრად გაუარესებული ვითარებისა და ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ, აჩერებს “MATRA”-ს კანონის უზენაესობის სასწავლო პროგრამაში მთავრობის წარმომადგენელთა მონაწილეობას.
”ნიდერლანდებმა გადაწყვიტა, შეაჩეროს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობა ჩვენს „MATRA“-ს კანონის უზენაესობის სასწავლო პროგრამაში. ეს რთული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯია საქართველოში სწრაფად გაუარესებული ვითარებისა და ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ.”- განცხადებას ქვეყნის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ “X”-ზე აქვეყნებს.
ნიდერლანდები საქართველოს მთავრობას მოუწოდებს:
· დასაჯოს ჟურნალისტებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში პასუხისმგებელი პირები;
· გააუქმოს რეპრესიული კანონები;
· გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი.
” მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები: დაისაჯოს მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობაში პასუხისმგებელი პირები, გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და გააუქმოს ყველა რეპრესიული კანონმდებლობა”, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)