საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კარგი იქნება, პუტინისა და ზელენსკის ორმხრივი შეხვედრა ჟენევაში ჩატარდეს:
,,ვფიქრობ, ჟენევა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მშვიდობის სამიტის ჩატარებისთვის კარგი ადგილი იქნება”.
მაკრონმა შვეიცარიის ნეიტრალურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ევროპისთვის ისტორიული მნიშვნელობის საკითხები სწორედ ევროპულ ქალაქში ჩატარდეს.
